მოლდოვის ახლად არჩეული პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანას კვლავაც მოითხოვს. ამის შესახებ მაია სანდუმ ტელეკომპანია „მოლდოვა 1“-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მე მოვითხოვ რუსი სამხედროების ოპერატიული ჯგუფის დნესტრისპირეთდან გასვლას. ეს მოლდოვის ოფიციალური პოზიციაა, ის არ შეცვლილა და მე მის წინ წაწევას განვაგრძობ. ამაში ახალი არაფერია, ყველა მთავრობას ასეთივე მოსაზრება ჰქონდა – სამხედროები უნდა გავიდნენ, ამუნიცია უნდა გაიტანონ. მნიშვნელოვანია მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა სანდუმ.
მანამდე მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა განაცხადა, რომ კიშინიოვი რუსეთთან დენესტრისპირეთიდან სამხედროების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებებს მართავს.