პურის ფასი არ გაიზრდება – ლევან დავითაშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფო მოახდენს პირველი ხარისხის ხორბლის სუფსიდირებას და პურის პასი არ გაიზრდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხორბლის სუფსიდირება 4 თვის განმავლობაში მოხდება.

“ბოლო დღეებში ხშირი იყო მსჯელობა პურის ფასთან დაკავშირებით. ბევრი განცხადება მოვისმინეთ პურის მწარმოებელთა კავშირის და ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის მხრიდან. ორმა ასოციაციამ დღეს გააკეთა განცხადება, რომ მათ აქვთ დიალოგი ხელისუფლებასთან იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული სუფსიდირების სქემა განიხილებოდა. ჩვენ ვადასტურებთ ამ ინფორმაციას. პური არის განსაკუთრებული სტრატეგიული პროდუქტი.

ჩვენ გვქონდა მუშაობა მწარმოებლებთან, რომლის შედეგადაც საქართველოს მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაზე იმგვარად, რომ პურის ფასების ზრდა ავიცილოთ თავიდან. პროგრამა ამოქმედდება მომავალი კვირიდან და იმოქმედებს 4 თვის ვადაში. ამიტომ მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ პურის ფასი არ გაიზრდება” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სუფსიდირების ფასი იქნება არაუმეტეს 10 ლარისა 50 კილოგრამიან ტომარაზე.

წყარო: ptn.ge