“როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას”

ფაქტია, კორონამ დაჩაგრა ერი, რომელმაც დიდგორზე ათჯერ მეტი რაოდენობის მტერი დაამარცხა, ქრისტეს კურთხევა დაიმსახურა, მსოფლიოს უდიდესი პოლიტიკოსები აღუზარდა, შექმნა არა ერთი ხელოვნებისა და შემოქმედების ნიმუში, ისტორიას დაუტოვა ფასდაუდებელი სულიერი, კულტურული და ისტორიული მემეკვიდრეობა, რომლის ცხოვრების წესზე და ტრადიციებზე უამრავი ღირსეული თაობა აღიზარდა…

 


??!…
კორონამ ბოლომდე დაჩაგრა ერი, რომლის სულიერ საგანძურში დამარცხება სასირცხვილო მოვლენად ითვლებოდა ყოველთვის!.
ნუთუ სირცხვილი არ არის ის ფაქტი, ქართველი ერი დღეს რომ ამ უბედურ დღეში იმყოფება?..
“როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას.” – კონსტანტინე გამსახურდია.

თეიმურაზ კვარაცხელია