“ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგუალვა ამბობს ,რომ პარალმეტნის წინ, რუსთაველის გამზირზე ტრადიციული აქცია არ იგეგმება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გიგი უგულავა ამბობს, ხვალ ოპოზიცია შეიკრიბება და რამდენიმე იდეას განიხილავს.
“ხვალ, 14:00 საათზე შეკრებაა ლეიბორისტული პარტიის ოფისში, სადაც ყველა პარტია ვიქნებით წარმოდგენილი. რამდენიმე იდეა განვიხილეთ და გეგმების შესახებ სრულად ხვალ ვისაუბრებთ. ერთი რამ დადასტურებით შემიძლია ვთქვა, საერთო კონსესუსი არსებობს – პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქცია არ იგეგმება, ეს შემიძლია დავადასტურო. ტრადიციული გაგებით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციები არ იქნება. პარალელურად სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გვინდა. ასევე ბიზნენის წარმომადგენლებთან შეხვედრას ვგეგმავთ, საუბრის თემა ბუნებრივია, ორი იქნება – საპროტესტო მოძრაობა, რატომ ვთვლით, რომ ამ პარლამენტში შესვლა არ შეიძლება და რა თქმა უნდა, კოვიდ რეგულაციები, რადგან ვხედავთ, ეკონომიკის კოლაფსს, რომელზეც ხელისუფლება საერთოდ არ რეაგირებს. ის რაც ჩვენ ვნახეთ, ეკონომიკის მთლიანი მოკვლაა და არა შუალედური და ოქროს გზა. ამ მთავრობის ხელში ორმაგი დარტყმის ქვეშ ვართ – ბრძოლა კორონავირუსთან ჩაფლავებულია, ეკონომიკა ამ რეგულაციებით მომსპარია! ეკონომიკის მიმართულებით ძალიან მძიმე დღეები გველოდება” – განაცხადა უგულავამ.
წყარო: newposts.ge