“ეუთო საპარლამენტო არჩევნებს მხოლოდ საქართველოში არ აკვირდება. ეუთომ დადო დასკვნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც” – ამის შესახებ ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი აცხადებს.
იგი ოპოზიციას მოუწოდებს პარლამენტში შევიდეს და მუშაობა დაიწყოს.
“მათ თქვეს, რომ არჩევნები აშშ-ში იყო დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი, მაგრამ იყო გარკვეული ხარვეზები. ის რაც ითქვა აშშ-ზე, იგივე შეიძლება ითქვას საქართველოზეც” – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
“სხვადასხვა პოლიტიკოსი სხვადასხვა განცხადებას აკეთებს და მათ სინდისზეა, რასაც ისინი ამბობენ. მისიაზე პერსონალურ დონეზე განხორციელებული შეტევა უბრალოდ არასამართლიანია. თემაზე თუ როგორ ჩაიარა არჩევნებმა, უნდა მოვუსმინოთ საერთაშორისო დამკვირვებლებს. ეუთო/ოდირი არის დაბალანსებული და ობიექტური ორგანიზაცია. ეუთო საპარლამენტო არჩევნებს მხოლოდ საქართველოში არ აკვირდება.
ეუთომ დადო დასკვნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც. მათ თქვეს, რომ არჩევნები აშშ-ში იყო დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი, მაგრამ იყო გარკვეული ხარვეზები. ის რაც ითქვა აშშ-ზე, იგივე შეიძლება ითქვას საქართველოზეც.
საქართველოშიც არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული, მაგრამ იყო გარკვეული ხარვეზები. ეს არის რეალობა. ჩემი რჩევა ქართველი ხალხის მიმართ ასეთია: მათ არა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას უნდა მოუსმინონ, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს პოლიტიკური ინტერესები, არამედ მათ საერთაშორისო დამკვირვებლებს, საერთაშორისო მონიტორინგის მისიებს უნდა მოუსმინონ” – აცხადებს ევროპარლამენტარი
წყარო: itv.ge