სასტუმროების რესტორნებს მომსახურებაზე შეზღუდვა დაუწესდათ!

ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ზამთრის კურორტებზე სასტუმროები მხოლოდ კოვიდსასტუმროებად იმუშავებენ. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა

“ზამთრის კურორტებზე სასტუმროები იფუნქციონირებენ მხოლოდ კოვიდსასტუმროებად. გარდა ამისა, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სასტუმროები იმუშავებენ, თუმცა მათი რესტორნები მოემსახურებიან მხოლოდ მათ დამსვენებლებს. სხვა გარეშე პირებს არ ექნებათ წვდომა სარესტორნო მომსახურებაზე, რაც ექნება სასტუმროს” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

წყარო: ptn.ge