დიღმის მასივში „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობა) დაიწყო.