„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, თუ ხელისუფლების მხრიდან რეალური წინადადება არ იქნება, მაშინ მესამე რაუნდის გამართვას აზრი არ ექნება. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მესამე რაუნდის აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლების მხრიდან იქნება რეალური წინადადება წარმოდგენილი, თუ ასეთი არ იქნება, რაუნდი რაუნდისთვის არავის არ სჭირდება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკების რიგით მესამე რაუნდს უახლოეს დღეებში ვარაუდობენ.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობენ.
მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს.
“იმედინიუსი”