ვინ ხართ საერთოდ? რა ღირებულები გაქვთ? დედა გყავთ? თქვენს შვილებს დედა ჰყავს?- ექიმის მიმართვა ლევან რატიანს

ექიმი ნონა აღდგომელაშვილი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელს, ლევან რატიანს იმ განცხადების საპასუხოდ მიმართავს, სადაც რატიანი ამბობს, რომ მომდევნო ორი კვირის განამვლობაში ადამიანებმა დედაშვილური ურთიეთობისგანაც თავი უნდა შეიკავონ.

 

„ბატონო ლევან-ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და ისე არ მოხდეს საკოცნელი პირი თქვენც საფურთხებელი არ გაიხადოთ, როგორც ეს თქვენს საპატივცემულო ადამიანებს დაემართათ, ვისაც ასე ბაძავთ ან ვის მითითებებსაც ასრულებთ.
რეებს ლაპარაკობთ. კარგად ხართ საერთოდ? იცით რა არის ინსტიქტი? იცით რატომ ამბობს ადამიანი, როცა რამე უჭირს „ვაი, დედა?“. -დაფიქრებულხართ ოდესმე ამაზე? იცით, რას გულისხმობდა ნოდარ დუმბაძე, რომელიც ამბობდა, რომ ღმერთი თეთრწვერა მოხუცი კი არა-დედაა?
ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ლოცულობთ პაციენტებისათვის-ალბათ ქრისტიანი ხართ. . იცით რატომ ჩააბარა ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა დედა ღვთისმშობელი ყველაზე ერთგულ მოწაფეს, რომელიც ჯვარცმამდე მიჰყვა? რატომ ჩააბარა დედა და არა სხვა ვინმე? და რატომ იოანეს?
ვინ ხართ საერთოდ? რა ღირებულები გაქვთ? ოჯახი გყავთ? დედა გყავთ? თქვენს შვილებს დედა ჰყავთ?
იცით თუ არა, რომ დედის ენერგია ფუნდამენტური ენერგიაა ადამიანისათვის და ყველაზე ძლიერი-ყველანაირი ბაქტერიების და ვირუსების მტერი? იცით, რამდენი შემთხვევა ყოფილა დედის გარეშე მყოფ ბავშვს მაღალი სიცხე მხოლოდ დედის დანახვის შემდეგ დასწევია? ჩემი თუ არ გჯერათ-გაიკითხეთ, როგორ ხდებიან ადამიანები დედის ჩახუტების და მოფერების შემდეგ.
თქვენ თუ არ იცით-მათ იციან,ვინც დაგავალათ ამის თქმა-რის ფასად, თავადაც იცით…
მოეფერეთ დედებს, ჩაეხუტეთ-უთხარით, რომ ძალიან გიყვართ მეგობრებო და კარგად გახდებით. დამიჯერეთ…
ბატონო ლევან-უკვე მეცოდებით.“ – წერს ნონა აღდგომელაშვილი სოციალურ ქსელში.