რამდენიმე ადგილას დავწერე კომენტარის სახით და იყოს აქაც.
მოკლედ, ტრამპი ამ ბოლო დროს განცხადებებში და ქმედებებში არათანმიმდევრულია.
დღემდე აცხადებს არჩევნები გაყალბდაო და ამავე დროს ნებას რთავს სპეციალურ სამსახურს დაიწყოს ხელისუფლების გადაცემის პროცედურები ან თუ საარჩევნო კოლეგიამ ბაიდენის გამარჯვება აღიარა, მაშინ თეთრ სახლს დავტოვებო და ა.შ.
დაველოდოთ რას იზამს, თუმცა მე უკვე არ მაქვს იმედი.
ტრამპი ფაქტიურად ამერიკის “უკანასკნელი შანსი” იყო, მაგრამ თუ ახლა აღიარა წაგება, მაშინ ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული მიზანი, უნდა იყოს ამერიკის გავლენების ბოლომდე ჩახსნა, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციასთან ყოველგვარი კავშირი, უკვე უდიდეს საფრთხეს შეიცავს, რეგიონში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე.
დიახ, არაფერი არ შემშლია და არც არაფერს ვაჭარბებ, როცა ვამბობ, რომ ამერიკის გავლენებისგან განთავისუფლება, ამ ეტაპზე საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული ინტერესია, მიზანია, ეს ფაქტიურად ყოფნა-არყოფნის საკითხია.
აქმადე უმთავრესი სტრატეგიული მიზანი იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ახლა ეს ფაქტიურად მეორე ადგილზე გადადის, რადგან, წინათაც მითქვამს ბევრჯერ, რომ ამერიკის ინტერესებშია ჩვენი ტერიტორიული პრობლემების არსებობა, შესაბამისად, სანამ ამერიკის გავლენებს არ ჩავეხსნებით, ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბარი ვერ იქნება.
მთელ ამ პროცესს კი, ამძაფრებს ფაქტოურად უუნარო, მარიონეტი პერსონის – ბაიდენის დასმა ამერიკის პრეზიდენტად.
კიდევ ერთხელ ვამბობ – არაფერს არ ვაჭარბებ.
კარგად გავახილოთ თვალები, რა ხდება და რა მოხდა ჩვენს რეგიონში და ყველაფერს ადვილად მივხვდებით.
რევაზ კილასონია