ბავშვები პანდემიის პირობებში ახალი წლის გარეშე არ უნდა დარჩნენ

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი “ღამის კურიერის” ეთერში განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა საკოორდინაციო საბჭომ ახალი წლის დღეებში რეგულაციების შემსუბუქება.

მაია ცქიტიშვილის თქმით, პანდემიის დროს ის ბავშვები, რომლებიც სკოლის გარეშე დარჩნენ, არ უნდა დარჩნენ ახალი წლის გარეშეც.

“ახალი წელი ქვეყანაში უნდა იყოს, უნდა შევთანხმდეთ, რომ ბავშვები, რომლებიც პანდემიის პირობებში იზრდებიან და სკოლის გარეშე დარჩნენ, სჭირდებათ ახალი წელი მათ და მოდით ახალი წლის გარეშე ნუ დავტოვებთ.

ბიძინა კულუმბეგოვიც საუბრობდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს ფსიქოლოგიური მდგომარეობა,”-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

“რუსთავი2”