ირანის პრეზიდენტმა ცნობილი ფიზიკოსის მკვლელობაში ისრაელი დაადანაშაულა

ირანის პრეზიდენტმა ჰასაჰ რუჰანმა ბირთვული ფიზიკის ცნობილი სპეციალისტის მოჰსენ ფაჰრიზადეს მკვლელობაში ისრაელი დაადანაშაულა. ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ეს ფაქტი ქვეყანაში ბირთვული დარგის განვითარებას ხელს არ შეუშლის. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

ცნობისთვის, ცნობილი ირანელი ფიზიკოსი მოხსენ ფაჰრიზადე თეირანის მახლობლად მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა. დასავლეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ის ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდა.

ფაჰრიზადე ატომური ფიზიკის პროფესორი იყო იმამ ჰუსეინის სახელობის უნივერსიტეტში, ის ასევე ირანის თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა.

ირანის ბირთვულ პროგრამას დასავლეთი დიდი ყურადღებით აკვირდება. აშშ და ევროკავშირი ეჭვობენ, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. თეირანს არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

წყარო: newposts.ge