კობა დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი ალადაშვილის კლინიკაში მკურნალობს და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

 

კობა დავითაშვილი დაახლოებით 10 დღეა რაც ალადაშვილის კლინიკაში ჰოსპიტალურ მკურნალობას გადის.

„კობა დავითაშვილი ჩვენს კლინიკაში მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაა, სეფსისი და სეფტიური შოკი, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე“,- აცხადებენ კლინიკაში.

ცნობისთვის, კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს.