მივიღეთ გადაწყვეტილება და უარს არ ვამბობთ პარტიის დაფინანსებაზე – მამუკა ხაზარაძე

პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება და უარს არ ვამბობთ დაფინანსებაზე – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, “ლელო” უარს ამბობს საპარლამენტო დაფინანსებაზე და არა პარტიის დაფინანსებაზე. ამის მიზეზად კი რეგიონებში პარტიული ცხოვრების გადარჩენას ასახელებს.

“პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, მაგრამ უარს არ ვამბობთ პარტიის დაფინანსებაზე. იმიტომ, რომ ეს ორი პრინციპულად განსხვავებული რაღაცაა.

თუ ჩვენ გვინდა, რომ პოლიტიკური პროცესი განვითარდეს და რეგიონში არ ჩაკვდეს ისედაც მყიფე პარტიული ცხოვრება ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

უკვე ცნობილია, რომ დაფინანსება მოითხოვა 2-მა ბლოკმა – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ და „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – და მასში შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა. ასევე საბიუჯეტო თანხებს პარტიისთვის მიიღებენ „ევროპული საქართველო“ და პატრიოტთა ალიანსი“. ამ დრომდე ბუნდოვანია „ლეიბორისტული პარტიის პოზიცია“. ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ და „გირჩი“ დაფინანსების მოთხოვნაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ.

წყარო: ptn.ge