“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ოპოზიცია სამ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
ამის შესახებ მან „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ოპოზიცია შეიკრიბება და ცელს მოაწერს სამ სხვადასხვა ხელშეკრულებას:
პირველი დოკუმენტი იქნება მთლიანად ოპოზიციური სპექტრის განცხადება კიდევ ერთხელ, რომ არ შედის პარლამენტში
მეორე დოკუმენტი იქნება უკვე განაცხადი, სადაც ჩაიხსნება პარტიული განაცხადი და პარტიული სიები, რომლითაც არცერთი პარტია არ მოახდენს პარლამენტში არ შესული დეპუტატების ჩანაცვლებას.
და მესამე, ყველა ოპოზიციური პარტია ერთხმად ვითხოვთ, რომ ჩატარდეს ხელახალი ლეგიტიმური და ტავისუფალი არჩევნები.
ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქცია რომლითაც კიდევ ერთხელ დავანახეთ ჩვენს მოსახლეობას რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
წყარო: report.ge