თუ ყველა რეგულაციას დავიცავთ, ორ თვეში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 1500 -1700 -ზე უნდა ჩამოვიდეს

“იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება ყველა რეკომენდაციასა და წესებს დაიცავს, 2 თვის შემდეგ ყოველდღიური შემთხვევების სტატისტიკა დაახლოებით 1 500-1 700-ის ფარგლებში დაიწევს.”

 

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა და განმარტა, თუ რა შემთხვევაშია მოსალოდნელი 2 თვიანი შეზღუდვების დასრულების შემდეგ COVID-19-ით ინფიცირებულთა ყოველდღიური სტატისტიკის კლება.

“თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერი, ეს რეგულაციები რაც არის, თუ დავიცავით ის წესები, რაც რეკომენდებულია – ამ 2 თვის შემდეგ ჩვენი ყოველდღიური შემთხვევების სტატისტიკა უნდა ჩამოვიდეს დაახლოებით 1 500-1 700-ის ფარგლებში. იგივე ასეთი გათვლები აქვს იმ ინსტიტუტს, ვისთან ერთადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.