რამდენი ადამიანი დარჩა ულუკმაპუროდ? ვირუსს უმეტესობა გადაურჩება ღვთის წყალობით და შიმშილს ვერა

ჩემს ირგვლივ მყოფი ხალხის უმრავლესობა ითხოვდა ჩაკეტვას. დავიფიცებ, რომ ტყუილს არ ვამბობ, საკუთარ დაკვირვებას ვაკეთებდი ამ თემაზე.

 


მთავრობას ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგა, უმეტესობა იტყოდა რომ – აი არ ჩაგვკეტეს და გაგვწირესო.
კაი, გამოცხადდა ეს ამბავი, მაგრამ ჩაკეტვა, ბანკებს არ ეხება? წინაზე რაც გააკეთეს, ეს საშვილიშვილო სირცხვილი იყო. გადასახდელი პროცენტები ზემოდან დაუმატეს ხალხს. ახლა კი, როგორ უნდა გადაიხადოს იმ გაჭირვებულმა ხალხმა ბანკის პროცენტები?
ერთ რამე თუ მოხდება, მაშინ დავიჯერებ რომ სწორი გზით მივდივართ – 3 ლარიანი ზეთი 8 ლარი ღირს, ცეცხლის ფასი აქვს ყველაფერს. აფთიაქებში, 3-4 ჯერ ძვირია მედიკამენტები.
აი ჩაკეტვა ამით დაგეწყოთ! რამდენი ადამიანი დარჩა ულუკმაპუროდ? ვირუსს უმეტესობა გადაურჩება ღვთისწყალობით და შიმშილს ვერა. საბოლოოდ კი ის მოხდება, რომ კრიმინალის დონე მართლა გაიზრდება ქვეყანაში.
მე კიდევ ჩემსას ვიტყვი მაინც, ლოქ დაუნს აზრი აქვს დროის მოკლე მონაკვეთში თან მხოლოდ მაშინ, როდესაც ბუნებრივი პროცესები ხდება. ეს პანდემია კი თავიდან ბოლომდე არაბუნებრივია და ამიტომ, როდესაც მოუნდებათ, მაშინ გავრცელდება ან დამთავრდება.
იმედი მაქვს, რომ მინიმუმ შემცირდება დაავადებულების რიცხვი და მაქსიმუმ გაქრება. ყველას გისურვებთ მორჩენას, შიში არ გაიკაროთ გულში, მაგრად დადექით, მაგაზე ბევრად ლეტალური დაავადებები არსებობს, მაგრამ თავს არავინ იკლავს წინასწარ.
პანდემიაზე მეტად ის სოციალური და პოლიტიკური კრიზისი მადარდებს, რაც წინ ელოდება ქვეყანას.
ნეტავ ის მილიარდობით ევრო სად წავიდა, პანდემიისთვის რომ მოგვცეს…..

დიტო ბიძინაშვილი