ზოგი წერს საბჭოთა კავშირის ბნელ დღეებთან დაკავშირებით, მათ გასაგონად ვიტყვი- მაია დვალიძე

ამას წინათ შემხვდა რამდენიმე პოსტი საბჭოთა კავშირის ბნელ დღეებთან დაკავშირებით, მშივრები ვიყავითო, მაღაზიები ცარიელი იყოო, ტანსაცმელს სპეკულიანტთან თუ იყიდდი, ისე ტიტველი იყავიო.

 

ავეჯის და ტექნიკის ყიდვა ხომ ფანტასტიკის სფერო იყოო და ა.შ. ??
ყველაზე მაგარი იყო ფრაზა:” გახსოვთ, რა სუნი იდგა მაღაზიებში, რძის, ხორცის, ბოსტნეულის, ყარდა იქაურობა”-ო, ანუ ამ ერთუჯრედიანებმა ისიც არ იციან, რომ ნატურალურ პროდუქტს სუნი აქვს, გემოზე რომ აღარაფერი ვთქვა!
???
მოკლედ, ეგეთი ტვინიკოსების გასაგონად და ვისაც მართლა არ ახსოვს, არ მოსწრებია, მათ გასაგონად ვდებ ამ პოსტს.

პ.ს. მაღაზიების სილამაზეს, სისუფთავეს, გამყიდველების ჩაცმასა და რაოდენობასაც დაუკვირდით ?

მაია დვალიძე