ფეხსაცმელების ფაბრიკაში ვიმუშავე 6 თვე. მაგარ ჯღანებს კი კერავდნენ.
ეგაც კორუფციის ბრალი იყო, დამპალი ხრუშოვისა და მჟავანაძის პერიოდში, შემდგომ შევარდნაძისა.
საამქროში ცოლ-ქმარი მუშაობდა და მათი ერთიანი შემოსავალი 350 მანეთს ხშირად აღემატებოდა. მაგ თანხით შეეძლოთ 2 მანეთად ახალი ხორცის ყიდვა, ესე იგი 175 კილოსი.
დღეს საქონლის ხორცი 17, 18 ლარია. დღეს 175 კილო ხორცი რომ იყიდოთ, თუნდაც 17 ლარად 2 975 ლარი უნდა გადაიხადო.
რომელ მშრომელთა ოჯახს აქვს მაგხელა შემოსავალი?! 350 მანეთად 3 500 ლიტრა ბენზინს ყიდულობდი. ამასთან ერთად ბინა უფასოდ, ჯამრთელობის მოწესრიგება უფასოდ, განათლება, სპორტში მონაწილეობა წახალისებით და ეგაც უფასოდ.
ეეე მეგობრებო, ნამდვილ სოციალიზმში ვცხოვრობდით და ვერ შევიშნოვეთ!!! ეხლა რასაც მოვიმკით მაგისი ღირსნიცა ვართ, მითუმეტეს რომ კიდევ ვერ გარკვეულხართ, თუ რა არის ბედნიერება და რას ნიშნავს ადამიანური ცხოვრება!!!
ნუგზარ ვარდიაშვილი