ნუ ახდენთ პატრიოტიზმის “კარნავალიზაციას”-არ გამოიყვანეს მარადონა “კრემლის აგენტად”?!- იყავით ადექვატურები!

“0,0001 % of Georgia is occupied by Maradona”.  ამის დაწერაღა გაკლიათ.

 

სიკეკლუცეში გადასული პატრიოტიზმის რა ვთქვი მე.
თითქოს არ იცით, როგორ ცხოვრებას ეწეოდა და რა “პრობლემები” ქონდა.
კოკოითისთვის “ფენდარასტის” ძახილი, გაცილებით უფრო დიდი დანაშაული იყო, ვიდრე მარადონას მიერ კოკოითისთვის ხელის ჩამორთმევა, არადა მაგ “მოფანდარასტე, მაოხარ გზირებს”, ზოგიერთები დღემდე აღმერთებთ.
არსებობს სიტყვა – ადექვატურობა, რაც მთელი პროცესის, სრული სურათის და კონტექსტის გათვალისწინებას ნიშნავს.
იყავი ადექვატური, ნუ ახდენ “პატრიოტიზმის კარნავალიზაციას”.
არ გამოიყვანეს აქ მარადონა “კრემლის აგენტად”?!(((

რევაზ კილასონია