ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია “ტვ პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ქუჩების რეცხვის შესახებ გაკეთებულ “მძაფრ ” სიუჟეტს უნდა გამოვეხმაურო.
ძალიან კარგად მახსოვს ჩემი განცდა, როდესაც ყვითელ საწვიმარში ჩაცმული, ქუჩებში გამოსული მერიის თანამსრომლები დავინახე … რაღაც უცნაური განცდა მქონდა. ყველაფერი ერთად იყო – ზრუნვა, იმედი, ოპერატიულობა… რა ვიცი აბა… მე შესაძლოა რომანტიკოსი ვარ და გვარამია-მელაძის პრაქტიკულ სიყვარულს ჩემი ქალაქისადმი ვერ ვწვდები, მაგრამ ასეთივე ყვითელ “პლაშებში” გმოწყობილები რომ გვირტყავდნენ ხელკეტებს 7 ნოემბერს, კარგად მახსოვს… ისიც მახსოვს, 48 მილიონი რომ შეაწერა ჩემ ქალაქს უგულავამ, რომელიც პარტიას და რეჟიმის გახანგრძლივებას მოახმარა… არა და, 87 ათასი ლარი დახარჯაო მერიამ ქუჩების დასუფთავებაშიო… თქვე დედამიწნულებო, ეს ქუჩები ისედაც უნდა სუფთავდებოდეს და ირეცხებოდეს და რა ამბის ასატეხი ფაქტი ეგაა?!
დაზაფრულ და შეშინებულ ადამიანებს ზრუნვა დაანახო, ცუდია?
ადამიანებს უთხრა, თქვენ რეგულაციები დაიცავით, მე კი, უბრალოდ მოგემსახურებითო, ცუდია?
87 ათასი ლარი ადამიანების ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვის ბევრია?.. და ათობით მილიონი მოპარული არჩევნებისთვის არაფერია ხომ?…
მოკლედ, კარგად მახსოვს როგორი მადლიერი და იმედიანი ვიყავი, როდესაც მერიის მხრიდან ჩატარებულ დასუფთავების აქციას ვუყურებდი.. ჰო და, არ ვაპირებ ამ თქვენი თითიდან გამოწოვილი ბრალდებების გამო უარი ვთქვა ხელისუფლების მხრიდან გაწეულ სამსახურზე .. ჩემთვის, თბილისელებისთვის, ჩემი მეგობრებისთვის და ჩემი შვილიშვილებისთვის გაწეულ სამსახურზე!
რამე უფრო აზრიანი და საგანგაშო მოძებნეთ… თუ მოძებნით…” – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში