ლონდონში პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მიერ დაანონსებული მკაცრი კორონაშეზღუდვების მოწინაღმდეგეთა დემონსტრაცია გაიმართა.
ლონდონის ცენტრში კორონაშეზღუდვების მოწინააღმდეგე დემონსტრანტთა აგრესიულად განწყობილი ნაწილი პოლიციას დაუპირისპირდა. პოლიციამ 155 დემონსტრანტი დააკავა.
დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მიერ დაანონსებულ კორონაშეღუდვების კიდევ უფრო მეტად გამკაცრებას, მათი ნაწილი კი ვაქცინაციას აპროტესტებდა.
ბორის ჯონსონის გეგმის მიხედვით ქვეყნის 99% არსებულზე უფრო მკაცრი კორონაშეზღუდვების რეჟიმში უნდა მოექცეს.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სერვისის მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში დიდ ბრიტანეთში კოვიდინფიცირების 15871 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, წინა შაბათთან შედარებით 20%-ით ნაკლები. კორონავირუსით გარდაიცვალა 479 კაცი, რაც წინა შაბათთან შედარებით 40%-ით მეტია.