ავსტრალია ჩინეთს Twitter- ის მთავრობის ანგარიშზე ავსტრალიელი ჯარისკაცის ყალბი ფოტოს გამოქვეყნების გამო ბოდიშის მოხდას სთხოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
საქმე ეხება ორშაბათს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის ჩჟაო ლიცზიანის მიერ გამოქვეყნებულ ყალბი ფოტოს, რომელზედაც გამოსახულია ავსტრალიელი ჯარისკაცი, რომელიც სისხლიანი დანით ხელში ბავშვის გვერდით ზის. ბავშვს ხელში ბატკანი უჭირავს.
ავსტრალიის პრემიერ- მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ პეკინს უნდა შერცხვეს “საზიზღარი” სურათის გაზიარების გამო.
ავსტრალიის თავდაცვის ძალების მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ არსებობს ”სანდო მტკიცებულება” იმის შესახებ, რომ ავსტრალიის სპეცრაზმის წევრებმა ავღანეთის კონფლიქტის დროს 39 მშვიდობიანი მოქალაქე უკანონოდ მოკლეს. ავსტრალიამ აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.