კარტოგრაფების გათავისუფლების სანაცვლოდ დღეს სასამართლოს დაცვის მხარე თავდებობას შესთავაზებს

კარტოგრაფების საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი გაიმართება. სასამართლო ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელებს.

ცნობილია, რომ ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს 200 ადამიანის თავდებობას შესთავაზებენ. ადვოკატები ელოდებიან, რომ სასამართლო მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.

დღევანდელი სასამართლო სხდომა დაკავებულების მხარდამჭერი აქციის ფონზე ჩაივლის. აქციის ორგანიზატორები რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთა და სამოქალაქო აქტივისტები არიან.

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებულები.

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.

წყარო: newposts.ge