პარლამენტთან კარავები გაშალეს!

“არჩევნების გაყალბება ისჯება კანონით” – ამ ლოზუნგით სამოქალაქო აქტივისტებმა, ოპოზიციური პარტიის წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარავები გაშალეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყანაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ახალ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს.

მანიფესტანტებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის ახალი შეზღუდვების გადახედვა და ხელახალი არჩევნებია.

“ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის დისკრიმინაციული “ლოკდაუნის” გაუქმება. საქართველოს პარლამენტის გაყალბებული არჩევნების გაუქმება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული შემადგენლობით, შემდეგი მოთხოვნა არის პოლიტ პატიმრების გათავისუფლება” – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

წყარო: ptn.ge