რა იპოვნეს ლონდონში? – “გადაკეტილია მიმდებარე ქუჩები”

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ცენტრალურ ლონდონში, Heron Tower-ის ცათამბრჯენთან, საეჭვო შეფუთვა იპოვეს, რის გამოც, პოლიციამ მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

„შენობის ირგვლივ 200-მეტრიანი კორდონი შევქმენით, მიმდებარე ქუჩები საავტომობილო მოძრაობისა და ქვეითებისთვის გადაკეტილია. გთხოვთ, მოერიდოთ ამ ტერიტორიას“, – აღნიშნულია ლონდონის პოლიციის მიერ Twitter-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ჯერჯერობით, შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.