საბერძნეთში უკვე მესამე კვირაა კორონავირუსის პანდემიის გამო სრული კარანტინი გამოცხადდა. ამის გამო საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებში ღვთისმსახურება მრევლის გარეშე მიმდინარეობს.
გადაწყვეტილება ღვთისმსახურების მრევლის გარეშე ჩატარების შესახებ საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო.
ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ბერძენი მიტოპოლიტები ეხმაურებიან. მეუფეები მრევლს სიმშვიდისკენ და სიყვარულის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.
“ახლა, როდესაც ტაძრების კარები დაკეტილია, მოდით, გული ღიად შევინარჩუნოთ და გავუხსნათ უფალს” – განაცხადა კორონიის მიტროპოლიტმა პანტელეიმონმა.
მიტროპოლიტი ანთიმოზი კი აცხადებს, რომ საშობაოდ, სადღესასწაულო წირვა მრევლის გარეშე ჩაივლის.
“პრემიერ-მინისტრი თუ საჭიროდ ჩათვლის, რომ შობა სახლში უნდა გავატაროთ, მაშინ მას სახლში გავატარებთ, არც მე მსურს, ეს მოხდეს, რადგან ჩვენ გვსურს მონაწილეობა მივიღოთ საერთო საეკლესიო ცხოვრებაში, მაგრამ სანამ ეს საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი სიცოცხლისთვის ასე ჯობს” – ამის შესახებ ბერძენმა მიტროპოლტმა ანთიმოზმა განაცხადა.
წყარო: ptn.ge