“შეზღუდვების დაწესებით ორი მიმართულებით ველოდებით გაუმჯობესებას.
ერთი, შემთხვევების რაოდენობის შემცირებით, რაც პირდაპირი დამსახურება იქნება იმ გაფართოებული წერტილოვანი შეზღუდვების, ნაწილობრივი „ლოკდაუნის“ და ამას ველოდებით დაახლოებით 2-3 კვირაში”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა
“ხოლო მეორე მიმართულება ეს არის კლინიკური მართვის გაუმჯობესება. ამ მიმართულებითაც ძალიან დიდი ძალისხმევა მიმდინარეობს, მაშინაც კი თუ შენარჩუნდება მაღალი ან შედარებით მაღალი რიცხვი ინფიცირების, ჩვენ შევეცდებით, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი დავწიოთ.
მაგალითად, რეანიმაციული განყოფილებებში, სადაც მომარაგებული არიან სუნთქვის აპარატების და რეანიმატოლოგების საკმარისი რაოდენობით, მასიურად ინერგება ე.წ. ჰაიფლოუს, ანუ მაღალი ნაკადის ჟანგბადი მიწოდების ტექნიკა, მეთოდოლოგია. სასტუმროები მომარაგდა ჟანგბადი კონცენტრატით. თუ სასტუმროს პაციენტს დასჭირდა ჟანგბადი, მას კლინიკაში გადაყვანის გარეშე მიაწვდიან აპარატით ჟანგბადს. უახლოეს ხანში 1000 ასეთი კონცენტრატორი იქნება შეტანილი.
გარდა ამისა, სასტუმროები უახლოეს მომავალში მაქსიმალურად მომარაგდება პულსო ოქსი მეტრებით, რომელიც საზღვრავს ჟანგბადის სატურაციას, ეს კრიტიკული მაჩვენებელია იმის დასადგენად პაციენტი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას თუ მის მკურნალობა შეიძლება ჰოსპიტალს გარეთ.
მაღალი ინფიცირება დიდ წილად განპირობებულია მოქალაქეთა ქცევით და მათ მიერ რეგულაციების შეუსრულებლობით.
ყველა იმ პროცესმა, რომლის დროსაც რეგულაციები ირღვეოდა, ხელი შეუწყო, სულერთია, იქნებოდა ეს პოლიტიკური მიტინგი, ქელეხი, ქორწილი, დაბადების დღე, იუბილე თუ რაიმე სხვა ღონისძიება.
შეუწყო თუი არა ამას ხელი შეზღუდვების დაგვიანებამ, ეს მძიმე საკითხია. მოსახლეობას ჰქონდა დაკვეთა, ერთის მხრივ შევამციროთ კოვიდი ინფიცირების რაოდენობა, არ დავუშვათ ასეთი კატასტროფული ზრდა და მეორე, გავაკეთოთ ეს ისე, რომა რ შემოვიღოთ შეზღუდვები, არცერთი მხრიდან არ დავზარალდეთ, ეს შეუძლებელია, ეს ვერცერთმა ქვეყანამა ვერ მოახერხა.
მიმაჩნია, რომ სწორი იყო, როდესაც სახელმწიფომ არ შემოიღო მკაცრი შეზღუდვები, სანამ არჩევნები არ დამთავრდა. მე ვეთანხმები შეზღუდვების იმ დოზას, რომელიც შემოიღო ჩვენმა ქვეყანამ”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა “იმედის კვირაში”.