ცერცვაძემ „რემდესივირის” საკუთარ თავზე გამოყენების გადაწყვეტილება თავად მიიღო-  გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, „რემდესივირის” საკუთარ თავზე გამოყენების გადაწყვეტილება თავად მიიღო.

 

მისივე თქმით, „რემდესივირი“ არ არის ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტი და ის გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი ჩვენებებით კლინიკაში.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ რამდენიმე კვლევის მიხედვით, თითქოს მან არ მისცა სტატისტიკურად ვალიდური შედეგი, მაგრამ ძალიან ბევრი კლინიკა მსოფლიოში დღესაც რემდესივირს იყენებს, რომელიც გახლავთ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი. ის 2014-2015 წლებში შეიქმნა ებოლას საწინააღმდეგოდ. ანუ, ის პირდაპირ ებოლას ვირუსზე მოქმედებს. ასევე აქტიურად იქნა გამოყენებული COVID-19-ის შტამზე და იქაც მისცა შედეგები. მაღალი რანგის სპეციალისტმა, თენგიზ ცერცვაძემ საკუთარ თავზე გამოიყენა ეს პრეპარატი და შედეგი არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.