აჭარაში მთავრობის სახლის წინ მიმდიანრე აქციაზე სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.
აქციაზე 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
მონაწილეები აცხადებენ, რომ პერფორმანსს მართავდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს და დაპირისპირების დროს 4 პირი დააკავეს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი კი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის, რომელიც მთავრობის სახლის წინ დგას, გარღვევას ცდილობდნენ.
“მათ მიეცათ გაფრთხილება დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და დამორჩილებოდნენ კანონიერ მოთხოვნას. თუ რაიმე სახით პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, მათ არავინ არ უშლიდა ხელს. როდესაც შეეცადნენ პოლიციის კორდონის მიღმა შესულიყვნენ, ფიზიკური ძალის გამოყენებით გაეწიათ პოლიციელი, მიეცათ გაფრთხილება და არდამორჩილების გამო მოხდა მათი დაკავება” – განაცხადა კოტე ანანიაშვილმა.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ორგანიზაცია “არ დათმოს” წევრებმა თორნიკე რიჟვაძის კაბინეტთან ჰელიუმის ბუშტების გაშვება სცადეს, რასაც პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ხოლო ერთ პირს სამედიცინო ფახმარება დასჭირდა.
წყარო: cyc.ge