„მე, ბიძინა ივანიშილის ადგილას დავნიშნავდი არჩევნებს „ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლება, ოპოზიიცის დასაცავი გახდეს ეს ხელისუფლება.
„ განმუხტვისათვის, ძალიან მრავალმხრივი სიტუაციისათვის, მე მის ადგილას დავნიშნავდი ვადამდელ, რიგგარეშე არჩევნებს! იმიტომ, რომ უმძიმესი სიტუაცია გვაქვს. მათ შორის ეკონომიკური სიტუაცია. ხალხი შიმშილის ზღვარზეა უკვე! ისე არ გამოვიდეს, რომ მართლა წარმოუდგენლად მძიმე აფეთქება მიიღოს ამ ხელისუფლებამ – თან განსაკუთრებით ამ დახუფულ ქილაში, რომელმაც შეიძლება ნებისმიერ დროს ამოხეთქოს და მერე შეიძლება ოპოზიიცის დასაცავი გახდეს ეს ხელისუფლება“, -განაცხადა დეკანოიძემ.