და მაინც: რა დატვირთვას ატარებს საქართველოსთვის გავრილოვის გვარი?

ქართული საზოგადოების ყველაზე უფრო ამაზრზენი, პათოლოგიური ნაწილი, რომელსაც “ქალაბიჭა” ელენე ხოშტარია განასახიერებს – ის ხოშტარია, რომელსაც რუსებმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი დაამთავრებინეს, შემდეგ კი, ამ არსებამ, გასული წლის 20 ივნისს, “ქოც” ჩუგოშვილთან და ნაც-ლიბერალებთან ერთად, სკანდალი მოუწყო უცხოელ დიპლომატებს და ამით საქართველოს შეუქმნა პრობლემა, აუფასურებს არა მხოლოდ ქართულ-რუსულ დისკურსს, არამედ საკუთარ ისედაც უფასურ თავს. მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, რა დატვირთვას ატარებს საქართველოსთვის რუსული გვარი გავრილოვი.

პირველ რიგში, ვიკითხოთ: სად იბრძოდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის თბილისში გამოჩენა საერთაშორისო მართლმადიდებლურ კონგრესზე მედასავლეთე მავნებლებმა მასობრივი არეულობების მოწყობის საბაბად გამოიყენეს? როგორც ცნობილია, ელხოშტარიამ, ჩუგო-ჩერგოებმა და სიძულვილისგან საბოლოოდ სახედაღმეჭილმა გიგა ბოკერიამ რუს დეპუტატს ბრალი დასდეს – გავრილოვი აფხაზეთში ებრძოდა ქართველებსო. ფეიკ-ნიუსების ქართულმა “საამქროებმა” აიტაცეს და დაატრიალეს ეს არნახული ტყუილი. არადა, მალევე გაირკვა, იმავე გავრილოვის სიტყვებით, რომ ქუთაისში ნაცხოვრებ ამ კაცს იარაღით არასოდეს არსად უბრძოლია, განსხვავებით მისი ქართველი ბაბუისგან – გრიგოლ ნესტორის ძე ლომთაძისაგან, რომელიც დიდი სამამულო ომის მონაწილე იყო კაპიტნის რანგში და საქართველოში განისვენებს. ასევე ფრონტზე იბრძოდა გავრილოვის ბაბუა მამის მხრიდან, ბრესტის ციხე-სიმაგრის მცველი, მაიორი ვასილი ივანეს ძე გავრილოვი.

ბუნებრივია, ქართული საზოგადოების იმ ამაზრზენ ნაწილს, რომელიც ზემოდ აღვნიშნე, ფეხებზე ჰკიდია ჩვენი წინაპრები, ასევე თავისი წინაპრები, ვინც დიდ სამამულო ომში იბრძოდა და ამ ომს არც აღიარებენ ჩვენს ომად, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – სერგეი გავრილოვის წინაპრები ღირსეული ადამიანები იყვნენ. არც თავად სერგეი გავრილოვს დაუშავებია რამე საქართველოსთვის, თუ არ ჩავთვლით მის მიერ 2008 წელს ხმის მიცემას სახ. სათათბიროში, როდესაც დეპუტატებმა თავიანთი პრეზიდენტის, მედვედევის გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის “დამოუკიდებლობის” ცნობის თაობაზე მხარი დაუჭირეს. ეს ფაქტი არაერთხელ განვიხილეთ და ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა იცის, საფრანგეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის და კონფლიქტის მედიატორის, სარკოზის სიტყვებიდან, რომ ეს აღიარება სააკაშვილის მიერ იყო პროვოცირებული. ასევე ისიც ვიცით, რომ მხოლოდ რუსეთთან მოლაპარაკებებით შეიძლება მოგვარდეს ამ აღიარების პრობლემაც.

სერგეი გავრილოვი

 

გარდა ამისა, გავრილოვი ჩამოსული იყო საქართველოში 2013 წელს, თბილისისა და მოსკოვის “დინამოს” შორის ამხანაგურ მატჩზე და, როგორც რუსული “ვნეშტორგბანკის” წარმომადგენელი, ხელს უწყობდა რუსული ბანკის მიერ ქართული საფეხბურთო კლუბის სპონსირების საკითხის გადაწყვეტას.

მაგრამ, სერგეი გავრილოვის გარდა, საქართველოს სხვა გავრილოვიც ჰყავს – კუზმა ანტონის ძე გავრილოვი, საბჭოთა კავშირის გმირი საქართველოდან. გთავაზობთ კუზმას ბიოგრაფიას, რომელიც მოამზადა პირველმა ქართულმა ინტერნეტ-ენციკლოპედიამ დიდი სამამულო და მეორე მსოფლიო ომის შესახებ – “დიდი სამამულო“.

კუზმა გავრილოვი დაიბადა 1922 წელს, ონუფრიევის რაიონის სოფ. ზიბკოეში (ცენტრალური უკრაინა). საქართველოში ცხოვრობდა 1930 წლიდან. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. არაერთგზის იყო დაჭრილი. დაჯილდოებულია დიდი სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენით, ლენინის ორდენითა და მრავალი მედლით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 10 იანვარს – დნეპრის გადალახვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის.


კუზმა გავრილოვი

 

1943 წლის 23 სექტემბერს 38-ე მსროლელი დივიზია მდინარე დნეპრს მიადგა. დაიწყო მოწინავე ნაწილების გადასვლა მდინარის მარჯვენა ნაპირზე, რაც ტივებით, კასრებით, ნავებით, ბორნებით ხდებოდა. საბჭოთა დესანტს, როგორც ყველგან დნეპრზე, გერმანელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, ხშირი იყო ხელჩართული ბრძოლებიც. დნეპრის ზედაპირი დუღდა გერმანული ჭურვების და საავიაციო ბომბების აფეთქებებისგან. საბჭოთა ჯარების გადასვლა მარჯვენა ნაპირზე შეჩერდა საინჟინრო ჯარების მოსვლამდე. დესანტს უკვე ესაჭროებოდა დახმარება. ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, დესანტს დახმარებოდნენ საარტილერიო ცეცხლით, მაგრამ არტილერიის ცეცხლს ხომ კორექტირება სჭირდება. დადგა საკითხი, თუ ვინ უნდა ითავოს ეს საქმე. 703-ე ქვედანაყოფის გვარდიის კაპიტანმა სემინგორმა ამ მიზნით, ფიქრის გარეშე, წითელარმიელი კუზმა გავრილოვი დაასახელა, რომელიც კავშრგაბმულობის ჯარში მსახურობდა.

გათბილისელებულ კუზმა გავრილოვს ყმაწვილობაში მეგობრებისთვის არაერთხელ მოუგია სანაძლეო მტკვრის გადაცურვაში. რა თქმა უნდა, დნეპრის გადაცურვა ომში სულ სხვა გამოწვევა იყო, ვიდრე მტკვრის გადაცურვა მეგობრებთან ერთად, მაგრამ ყმაწვილობაში მიღებული გამოცდილება მეომარს გამბედაობას ჰმატებდა. გავრილოვმა მცირე ტივი შეკრა, მასზე სატელეფონო აპარატი მოათავსა ასაკრეფი “კატუშკითა” და კაბელით. ამ ტივით მან დნეპრში შეცურა. უკვე შუა მდინარეში იყო  გავრილოვი, როდესაც მტრის ჭურვი დაეცა მის სიახლოვეს და ტივი დაიშალა. გავრილოვმა სწრაფი რეაქციით გადაარჩინა ტვირთი და დიდი გაჭირებით განაგრძო ცურვა. მან მიაღწია მარჯვენა ნაპირს, სადაც მას საბჭოთა მედესანტეები დახვდნენ და გადარჩენილი ტექნიკით მეთაურს წარუდგინეს. ასე დამყარდა კავშირი მარჯვენა ნაპირზე მყოფ დესანტსა და მარცხენა ნაპირზე განლაგებულ ძირითად ძალებს შორის, საბჭოთა არტილერიას საშუალება მიეცა, ზუსტი დამიზნებით ეწარმოებინა მოწინააღმდეგის მიმართ ცეცხლი.

მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. კაბელი, რომელიც კუზმამ მდინარეში, ერთი ნაპირიდან მეორემდე გადმოჭიმა, მალევე გაწყდა. ქვეყნის ერთგულმა ჯარისკაცმა ისევ გადაცურა დნეპრი და საკაბელო კავშირი აღადგინა. და ეს გადაცურვა-გადმოცურვა, კავშირის აღდგენა, იმ ღამეს სამჯერ განმეორდა!

ომის შემდეგ კუზმა გავრილოვი თბილისს დაუბრუნდა, სადაც იგი 1995 წლამდე ცხოვრობდა (მუშაობდა ფერადი ბეჭდვის სტამბაში). 1990-იანების არეულობაში იგი რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში გადასახლდა, სადაც მალევე, 1997 წელს გარდაიცვალა.

არჩევანი ჩვენზეა: გვინდა ეს ელხოშტარიები, ჩუგო-ჩერგოები, ბოყერიები და სხვა გველ-ბაყაყები თუ გვინდა ქართულ-რუსული დიალოგი, თანამშრომლობა და პრობლემების ერთობლივად, ორივე მხარის ინტერესების შესაბამისად მოგვარება?! აი ყოველივე ამის შესაბამისად აღვიქვამთ გვარს – გავრილოვი.