დეკემბრის შუა რიცხვებიდან სიტუაცია უკეთესობისკენ წავა – მაია ბუწაშვილის საიმედო პროგნოზი

„ჩვენ ახლა ვუახლოვდებით პიკურ მდგომარეობას, რომლის შემდეგაც იწყება სტაბილიზაცია და შემდეგ იწყება შემთხვევების კლება.

ამას შეზღუდვების ეფექტიც დაემატება, რომელიც ორ კვირაში უნდა მივიღოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან სიტუაცია უკეთესობისკენ წავა”, – აცხადებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი. ამასთან, ინფექციონისტი ამბობს, რომ PCR ტესტით ყველა ინფიცირებული ადამიანი გამოვლენა ვერ ხდება და ასეთი პაციენტები სტატისტიკის მიღმა რჩებიან.

“არიან PCR უარყოფითი ადამიანები, 20 %-ია თითქმის, ვისაც აქვს კოვიდი, მაგრამ არ არის ვირუსგამომყოფი ცხვირ-ხახაში, ამიტომ ეს ხალხიც სტატისტიკის მიღმა რჩება”, – განაცხადა ბუწაშვილმა.

 

“რეზონანსი”