გაერო: ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ, 40%-ით გაიზარდა

გაეროში აცხადებენ, რომ კოვიდ-19 პანდემიის გამო იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროებათ, მსოფლიოს მასშტაბით 40 %-ით გაიზარდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ორგანიზაციის შეფასებით, მომავალ წელს ასეთი ადამიანების დასახმარებლად დაახლოებით 35 მილიარდი აშშ დოლარი იქნება საჭირო.

გაეროს ჰუმანიტარული უწყების ხელმძღვანელის, მარკ ლოუკოკის განმარტებით, გაერომ ჰუმანიტარული რეაგირების გეგმა შეიმუშავა, რომელიც 2021 წლისთვის 56 ქვეყნაში 160 მილიონამდე ადამიანის დახმარებას ითვალისწინებს.

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მივაღწიოთ გაჭირვებულთა დაახლოებით ორ მესამედამდე, რადგან სხვები, მაგალითად, წითელი ჯვარი, შეეცდება დარჩენილი ხარვეზი შეავსოს”, – აღნიშნა ლოუკოკმა.

მისივე თქმით, მომავალ წელს ყველაზე დაუცველი ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 235 მილიონი იქნება, საიდანაც გაერო დაახლოებით 160 მილიონი ადამიანის დახმარებას შეძლებს.