გთხოვთ, მოგვეცით საშუალება ვიყოთ ჰუმანური ექიმები – ლევან რატიანი

“ჯაჭვის წყვეტა, ინფექციის გავრცელების  მხოლოდ იზოლაციაა. ვინაიდან იზოლაციის პირობებში  ინფექციის გავრცელება იზღუდება, რაც ყველასთვის ცნობილია, ჩემთვისაც და   წამყვანი ქვეყნების ექიმებისთვისაც.

 

იზოლაცია  გადარჩენის ერთერთი ნიშანია  და ეს ყველამ უნდა დავიცვათ, სანამ ვაქცინა შემოგვეშველება მკურნალობაში”, – ამის თაობაზე ლევან რატიანმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ისაუბრა.

რატიანის თქმით მოცემულ რთულ ვითარებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადარჩენაა და მოუწოდებს ყველას, ექიმებს ჰუმანურობის საშუალება მისცენ.

” ყველამ იცით ჩემი შეხედულება  ე.წ. პოლიტიკასთან და ეკონომიკისთან დაკავშირებით,   არ ვიცი, არ ვარ კომპეტენეტური, რაშიც ვარ კომპეტენტური ეს არის, ის, რომ  რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე უნდა გადაგვირჩეს ქვეყანაში!  ყველამ – პოზიციამ, ოპოზიციამ, ნაწყენმა, გამარჯვებულმა, ყველამ, ერმა, ბერმა,გავაკეთოთ ერთი რამ,  მერე მოხდეს საქმის გარჩევები, სიმართლის დადგენა, როგორც იძახიან, ყველას გთხოვთ მოგვეცით საშუალება ვიყოთ ჰუმანური ექიმები”, – განაცხადა ლევან რატიანმა.