4 დეკემბერს, იტალიის სასამართლომ, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრები, 42 წლის ბორის წიკლაურის რუსეთში ექსტრადირების საკითხი უნდა განიხილოს. სასამართლომ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, დააკმაყოფილებს თუ არა, რუსეთის ფედერაციის მოთხოვნას, საქართველოს მოქალაქის გადაცემის შესახებ.
რუსეთის ფედერაცია ბორის წიკლაურს, 2001 წელს ჩადენილ დანაშაულს (გაუფრთხილებლობით მკვლელობა) ედავება, რომლისთვისაც მან, რუსეთის ციხეში, სასჯელი უკვე მოიხადა.
წიკლაურის ოჯახი, მამაკაცის საქართველოსთვის გადაცემას ითხოვს. მათი ნათესავის, ნათია მექუდიშვილის ინფორმაციით, სასამართლოს ყველა დოკუმენტაცია უკვე გაეგზავნა.
„ყველა დოკუმენტი, რაც აუცილებელია მისი საქართველოში დასაბრუნებლად, იტალიაში უკვე გავგზავნეთ. ადვოკატი გვაიმედებს და ჩვენც ვფიქრობთ, რომ ყველა პირობა არსებობს, რომ ის რუსეთს არ გადასცენ“, – განაცხადა მექუდიშვილმა.
ბორის წიკლაურის საქართველოსთვის გადაცემის მოთხოვნით, მისი ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, რამდეჯერმე საპროტესტო აქციაც ჩაატარეს და ხელისუფლებას დახმარება სთხოვეს.
წყარო: newposts.ge