ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 139 343 გახდა.
ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება – 2104 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6383. კოვიდ-სასტუმროში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 3857 ადამიანი.
“რუსთავი2”