კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელი პანდემიის დასრულების თარიღს ასახელებს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ პანდემია სწორედ ამ დროსა და ამ ორი გზით დასრულდება

კორონავირუსული პანდემია 2021 წელს დასრულდება, თუმცა თავად ვირუსი არსად გაქრება, განაცხადა სამეცნიერო ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელმა რინატ მაქსიუტოვმა.

„ვირუსი შენარჩუნდება, მაგრა პანდემია წავა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს 2021 წელს მოხდება“, — აღნიშნა მან Science Bar Hopping–ის ონლაინ–ფესტივალზე.

მაქსიუტოვის თქმით, პანდემია კლებაში მხოლოდ ორი გზით შეიძლება წავიდეს: ან მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიტანს დაავადებას, ან მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ. ეს ორივე შემთხვევა ხელს შეუწყობს კოლექტიური იმუნიტეტის  ჩამოყალიბებას.

ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელის თქმით, სადაც შეიქმნა კიდეც ერთ–ერთი რუსული ანტიკორონავირუსული ვაქცინა, საუბარი იმაზე, რომ კორონავირუსი რაღაც მომენტში „ჯადოსნური ჯოხის აქნევით“ გაქრება, არ შეიძლება.

“სპუტნიკი”