23 წლის გოგო, რომელიც დაახლოებით ორი თვეა ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში მკურნალობს, დღეს გარდაიცვალა.
სალომე გვასალია ხიდან ჩამოვარდა და ის ოჯახის წევრებმა კლინიკაში კონტაქტური შეიყვანეს. გაუკეთდა ორი ოპერაცია, რის შედეგად ის კომაში ჩავარდა. ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს და მისთვის საქმიანობის შეჩერებას მოითხოვს.
ოჯახის წევრები საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას მოითხოვენ და დახმარებისთვის პრემიერ მინისტრს მიმართავენ.
ინტერვენციული მედიცინის ცენტრის იურისტის თქმით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრის რეგულირების სააგენტო და ამის მიხედვით დადგინდება ადგილი ჰქონდა თუ არა დაუდევრობას.
წყარო: bm.ge