“Le Monde” აქვეყნებს ევროპელი ჟურნალისტების ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებს, რომელიც ეხება ამერიკული კომპანია “გილეადის“ მიერ ევროპისათვის პრეპარატ “რემდესევირის” “შეტენვის“ ისტორიას, თანაც ამერიკული ფასით, რაც აქამდე არ მომხდარა (ევროპაში წამლის ფასი ყოველთვის უფრო დაბალია ვიდრე აშშ-ში)…
ციფრებით, თარიღებით, ფაქტებით გადმოცემულია “გილეადის“ უკიდურესად არაკეთილსინდისიერი (სხვა სიტყვა რომ არ ვიხმაროთ) პოლიტიკის დეტალები…
აშშ-ში ამ პრეპარატის 1 დოზა ღირს 390$, მკურნალობის კურსი 2000 $ მდე… უკვე თავისთავად 1 დოზის ფასი 420 (!) ჯერ აღემატება მისი წარმოების ფასს, ხოლო პრეპარატის შექმნა კვლევისათვის “გილეადმა“ წარსულში (ებოლას ეპიდემია) სახელმწიფოსგან უკვე მიიღო 70 მილიონიანი დახმარება…. მაღალი ფასი პრეპარატისა გამართლებული იქნებოდა(ო), ის სიკვდილიანობას რომ ამცირებდეს, მაგრამ რემდესივირი სიკვდილიანობას არ ამცირებს..
რემდესივირის არაეფექტურობისა და შესაძლო მძიმე გართულებების შესახებ დასკვნა, რაც ყველაზე დიდი საერთაშორისო კვლევის, “Solidarity” ს საბოლოო შედეგებზე იყო დაფუძნებული, გამოქვეყნდა 15 ოქტომბერს, რის შემდეგაც ჯანმომ განაცხადა რომ ეს პრეპარატი არ უნდა იქნეს გამოყენებული კოვიდ 19 ის მკურნალობისათვის.
ევროპას (ევროკომისიას) “გილეადმა“ დააძალა კონტრაქტისათვის ხელი მოეწერა 7 ოქტომბერს, არადა კომპანიამ უკვე იცოდა “Solidarity” ს უარყოფითი დასკვნის შესახებ, ვინაიდან მას ევალებოდა გასცნობოდა კვლევის შედეგებს პუბლიკაციამდე და ეს მონაცემები მიღებული ჰქონდა 7 ოქტომბრამდე ბევრად ადრე….
საფრანგეთი ერთ ერთი იშვიათი ქვეყანააა ევროპაში რომელმაც უარი თქვა რემდესივირზე . . . ეს ალბათ იმითაც აიხსნება, რომ საფრანგეთმა პირველმა დაიწყო კლინიკური კვლევა, “Discovery”, რომელიც შემდეგ საერთაშორისო კვლევა “Solidarity” ს ნაწილი გახდა. ანუ, საფრანგეთში ადრევე გახდა ცნობილი რემდესივირის არაეფექტურობის შესახებ, და საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესმა ინსტანციებმა უკვე სექტემბერში უარი თქვეს პრეპარატის შეძენაზე. ვწერდი უკვე ამაზე.
სტატიაში ბევრი სხვა საინტერესო დეტალია… თუნდაც ის, რომ მაგალითად უკრაინამ (რომელიც მოგეხსენებათ არაა ევროკავშირში) პაკისტანური ჯენერიკი შეიძინა 20 $ 1 დოზა… თავად ეს განსხვავება ფასში ბევრის მთქმელია.. და თუ სადმე ეს პრეპარატი ამერიკულ (და ახლა ევროპულ) ფასზე ნაკლებადაა ხელმისაწვდომი, ეს მხოლოდ ჯენერიკი თუ იქნება (ინდური, პაკისტანური…). ჯერ თავად ორიგინალი რად ღირს, მისი ჯენერიკი კი საერთოდ რა იქნება…
ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება სრული და სწორი ინფორმაცია ჰქონდეს იმ სკითხებზე რაც მის ჯანმრთელობას ეხება და რაც სანდო მონაცემებს ეფუძვნება.. ეს სტატია ასეთი სანდო წყაროა.
რევაზ ბოჭორიშვილი