რუსეთი გადაუხდის პენსიებს იმ უცხოელ შრომით მიგრანტებს, რომლებიც 2020 წლიდან რუსეთში ლეგალურად იმუშავებენ და, შესაბამისად, მათი დამსაქმებელი შენატანებს გადაიხდის საპენსიო ფონდში. შესაბამისი ცვლილებები რუსულ კანონმდებლობაში განხორციელდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ეეკ) საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ (ამა წლის ოქტომბერი).
ეეკ-ის კოლეგიის თავმჯდომარე ია მალკინამ განაცხადა, რომ ეეკ-ის წევრი-სახელმწიფოს მოქალაქე შრომითმა მიგრანტმა მინიმუმ 1 წელი უნდა იმუშაოს ეეკ-ის რომელიმე სხვა ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთში, რომ ასეთ პენსიაზე უფლება მოიპოვოს.
20 ნოემბრიდან ეეკ-ის წევრ-სახელმწიფოთა მშრომელების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. პენსიის ოდენობა თითოეული წევრი ქვეყნის საპენსიო კანონმდებლობით განისაზღვრება. რაც მეტი ხანი იმუშავებს უცხო ქვეყნის (ეეკ-ის წევრის) მოქალაქე რუსეთში, მით მეტი ოდენობის პენსია დაერიცხება მას, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ სამშობლოში დაბრუნდება. საინტერესოა ისიც, რომ მიგრანტის ოჯახის წევრებს მისი გარდაცვალების შემთხვევაში აქვთ უფლება, მიიღონ მისი პენსია.
რუსეთი პენსიის შემდეგ სახეობების გაცემის გარანტიას იძლევა:
- დაზღევითი პენსია სიბერის, ინვალიდობის, მარჩენალის დაკარგვის გამო;
- დაგროვებითი პენსია;
- ფიქსირებული განაღდება დაზღვევით პენსიაზე.
მიგრანტები თავიანთ საპენსიო უფლებებში პრინციპულად გათანაბრებულები არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან. არანაირად არ იზღუდება ორმაგი პენსიის აღება, თუკი სამშობლოში და სამუშაოდ ადგილსამყოფელ ქვეყანაში მშრომელს შესაბამისი სამუშაო სტაჟი დაგროვებული აქვს.
საპენსიო პირობების შესახებ უფრო სრულად იხ. აქ.
საქართველო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყანა არ გახლავთ, ამიტომ ქართველი შრომითი მიგრანტები რუსულ პენსიებს ვერ მიიღებენ.