კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის შესაჩერებლად თურქეთის ხელისუფლება ახალ შეზღუდვებს აწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სამუშაო დღეებში, 21:00-დან 05:00 საათამდე და ყოველი პარასკევის 21:00-დან ორშაბათის 05:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი იმოქმედებს. განცხადება ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.
ერდოღანის თქმით, ზოგი სექტორი, „კომენდანტის საათისაგან“ თავისუფლდება. შაბათ-კვირას კი მოქმედი „კომენდატის საათი“ არ შეეხება იმ მაღაზიებსაც, რომლებიც სახლში მიტანის სერვისს უზრუნველყოფენ.
სხვა შეზღუვებთან ერთად ქვეყანაში 20 წლამდე და 65 წელს გადაცილებული პირებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა აიკრძალება. შეზღუდვები ძალაში დღეიდან შედის.
წყარო: itv.ge