მოსკოვის ცნობილი საციგურაო მოედანი ამ სეზონზე ზღაპრულ ზამთრის ქვეყანად იქცა, სადაც ბინადრობენ ირმები, პინგვინები და ბუები. დაწვრილებით – იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტა
მოსკოვში საციგურაო მოედნაი მე-15 საიუბილეო სეზონზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ორგანიზატორებმა სტუმრებს ნამდვილი შოუ მოუწყვეს – დაიდგა ფრაგმენტი ტატიანა ნავკას მიუზიკლიდან „რუსლანი და ლუდმილა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ფიგურისტები მარგარიტა დრობიაზკო და პოვილას ვანაგასი.
მოედანი 1 მარტამდე იმუშავეს, მიუხედავად ამინდებისა.
საციგურაო მოედანზე დაცულია ყველა აუცილებელი ზომა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით.
სტუმრებისთვის გათვალისწინებულია პირბადეები და ხელთათმანები, აქ შესაძლებელია სოციალური დისტანციის დაცვაც. გარდა ამისა, ციგურებს უტარდება დეზინფექცია ყოველი გაქირავების შემდეგ, მიმდინარეობს ჰაერის რეცირკულაცია და დამონტაჟებულია ბაქტერიციდული ნათურები.