“ასე იცის “ნაძარცვი ფულით დაფინანსებული” ტელევიზიებისთვის კარტ-ბლანშის მიცემამ…”

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

 

“ყველას და ყველაფრის მოღალატე გიორგი თარგამაძემ, რომელიც ქართული ეკონომიკის და თავდაცვის ერთ-ერთი წურბელის და 2008 წლის ომის ერთ-ერთი “გმირის,” კეზერაშვილის “ნაძარცვი ფულით” ( ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყენებული ტერმინი), ტელევიზია “ფორმულაში” გადაცემა გააკეთა დავით გარეჯთან დაკავშირებით.

ექსპერტად გიგი უგულავას ძმა მიიყვანა.

არ შევალ დეტალებში,და მოკლედ ვიტყვი – ეს უხსენებლები ამტკიცებენ, რომ მასალები და რუკები, რომლებიც საქართველოს პოზიციას გაამყარებს დავით-გარეჯის საკითხთან მიმართებაში არ ვარგა და ტყუილია, ხოლო ის რუკები და მასალები, რომლებიც ჩვენს პოზიციას ასუსტებენ, არიან კარგი და მართალი.

ამიტომ მელაშვილი და ილიჩოვა სიმართლეს ემსახურებოდნენ და უნდა გაათავისუფლონ.

სამწუხაროდ, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ამ დემაგოგიის იქით ვერ ხედავს ამ თითქოს მარტივად ამოსაცნობ ღალატს და ზომბებივით იმეორებენ “მთავარის,” “ტვ პირველისა” და “ფორმულას” ნარატივს.

სხვათა შორის, ასეთებს ვთხოვ მიბრძანდნენ სამეგობროდან აქაც და რეალურ ცხოვრებაშიც.

და კიდევ.

ასე იცის “ნაძარცვი ფულით დაფინანსებული” ტელევიზიებისთვის კარტ-ბლანშის მიცემამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ დივერსიების საწარმოებლად.

ასე იცის კოაბიტაციამ და “დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის” ძახილმა ერთ წუთში და მეორე წუთში მათი “ძვირფას კოლეგებად” მოხსენიებამ.

სახეზეა სურათი, როცა სოციუმს, ერს, საზოგადოებას თავდაცვის ინსტრუმენტები ატროფირებული აქვს მავნებელი ლიბერალური იდეოლოგიის და მისით გამოწვეული არაადექვატურობის გამო და ამ ნგრევისა და ლპობის ვირუსების წინააღმდეგ მებრძოლ იმუნიტეტს თვითონვე ებრძვის და ანადგურებს.

და ამ განადგურების ავანგარდში მყოფ შეპყრობილებს დროზე უნდა განეიტრალება, სანამ ლეტალური შედეგი არ დამდგარა.”