ჰააგის ცენტრში დანით ორი ადამიანი დაჭრეს. პოლიცია დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 12:00 საათზე, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მახლობლად მოხდა. დაჭრილია ორი ადამიანი, ერთ-ერთმა მათგანმა გონება დაკარგა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციას თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს, მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია.
წყარო: newposts.ge