ჩვენ დაწყებული გვაქვს მეტროს განახლება, ასევე, ვაგონების შესყიდვა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“უკვე პროცესი მიდის და ძალიან მალე ახალი ევროპული ტიპის ვაგონები იქნება. მიდის მეტროსადგურების სარემონტო სამუშაოები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, თვითონ ვესტიბიული, ქვედა ბაქანი არის მძიმე მდომარეობაში”, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძემ ვარკეთილის მეტრო სადგურის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიზაინის შერჩევა ვერ ხერხდება და მოუწოდებს დიზაინერებს, დაეხმარონ.
წყარო: itv.ge