იმისათვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ მოსახლეობის ნდობა ამაღლდეს, ბარაკ ობამა მზადაა საჯაროდ, კამერების წინ აიცრას.
„თუ ექიმი (ენტონი) ფაუჩი მეტყვის, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, აუცილებლად გავიკეთებ აცრას. შემიძლია ეს საჯაროდ, კამერების წინ გავაკეთო და ვუთხრა ადამიანებს, რომ მეცნიერობას ვენდობი. გასაგებია ვაქცინის მიმართ მოსახლეობის ეჭვები, თუმცა მინდა შევახსენო თანამოქალაქეებს, რომ მხოლოდ ვაქცინაციით მოხერხდა ისეთი საშიში დაავადებების დამარცხება, როგორიცაა პოლიომელიტი, წითელა და ჩუტყვავილა“, – განაცხადა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა.
აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს ავტორიზაციისთვის Pfeizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების ავტორებმა უკვე მიმართეს.