ექიმმა ბიძინა კულუმბეგოვმა ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებზე და ე.წ. “ლოკდაუნზე” ისაუბრა პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„პირველ რიგში თუ ვინმეს არ აწყობდა ამ სიტუაციის ლოკდაუნამდე მიყვანა და ის, რომ სახელმწიფოს შეზღუდვები შემოეღო, ეს არის ხელისუფლება. როგორ შეიძლება ხელისუფლებას უხაროდეს შეზღუდვების შემოღება, ეს ხომ აბსოლუტური ნონსენსია. იდეალური იქნებოდა, თუ ეპიდემიოლოგური თვალსაზრისით ხელისუფლება, უფრო ძლიერ ლოკდაუნს გამოაცხადებდა, ანუ, მაგალითად 6-კვირიანი სახლში დაჯდომა, როგორც სხვა ქვეყნებმა გააკეთეს. მაგრამ ამის შესაძლებლობა ქვეყანას სამწუხაროდ არ ჰქონდა,“- განაცხადა აჭარის ტელევიზიის ეთერში კულუმბეგოვმა.
“რეზონანსი”