არა ერთხელ მსმენია და წამიკითხავს, ზოგიერთი ქართველი სოციოლოგის, ფილოსოფოსის და პოლიტოლოგის ირონიული ნააზრევი დასავლური ღირებულებების ქართულ ნაციონალურ იდეებთან შესაბამისობის საკითხებთან დაკავშირებით.
როდესაც, ნებისმიერ ადამიანს მათთან უხდება კამათი ღირებულებით საკითხებზე, მათგან ისმის ცინიზმის შემცველი და უაღრესად დამცინავი ტონით გაკეთებული განცხადება: “ კი, როგორ არა, ამერიკა ხომ გვართმევს ქართველობას?!”
ამ ნაშრომით კი მსურს, ჩემეული ხედვა წარვუდგინო მკითხველს და შეძლებისდაგვარად დავანახო მას, თუ რატომ შეიძლება გამოიწვიოს თანამედროვე, დასავლური პოსტმოდერნული ღირებულებების დანერგვამ საქართველოში, ეროვნული ღირებულებების დევალვაცია და შესაბამისად ქართული ნაციის ლიკვიდაცია.
საკითხის არსში რომ ჩავწვდეთ, აუცილებელია პირველ რიგში ერის დეფინიცია მოვახდინოთ და გავერკვეთ მის რაობაში. მართალია ნაციის ბევრი განმარტება არსებობს, მაგრამ თითქმის ყველა თანმხდება, რომ ერი წარმოადგენს საერთო ღირებულებების-კულტურის, რელიგიის და რაც მთვარია ენის მქონე ადამიანთა გაერთიანებას. ამავე დროს, თუ ცნობილ მეცნიერს, ალექსანდრე ჭაჭიას დავეთანმხებით, ერი წარმოადგენს წარსული, აწმყო და მომავალი თაობების ისტორიულ-კულტურულ ერთიანობას. აქედან გამომდინარე, ყოველი ერი, ერთმანეთისგან განსხვავდება მათ მიერ განვლილი ისტორიული განვითარების საკუთარი, სპეციფიური გზიდან გამომდინარე, ჩამოყალიბებული მენტალობით და ცხოვრების წესით. სწორედ აღნიშნულის გააზრება გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ნებისმიერი ეროვნული გაერთიანება წარმოადგენს კოლექტიურ ერთობას.
რაც შეეხება შეერთებული შტატების იდეოლოგიურ პოლიტიკას და იმას, თუ რატომ შეიძლება დავკარგოთ “ქართველობა” მოცემულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის გაღრმავების შემთხვევაში, ამისთვის აუცილებელია გავერკვეთ ზოგადად, იდეოლოგიის დანიშნულებაზე და განსაკუთრებით ლიბერალური იდეოლოგიის პარადიგმალურ ასპექტებზე.
ყველა იდეოლოგიას გააჩნია სუბიექტი, რომლის ინტერესების დაცვასაც ემსახურება ესა თუ ის იდეოლოგიური მიმართულება. თუ კონსერვატიზმის ამოცანას წარმოადგენს ერის-ნაციის ინტერესების დაცვა (ცნობილი ლიბერალი ფილოსოსფოსი ფრიდრიხ ჰაიეკი კონსერვატიზმს და ნაციონალიმზს ერთიდა იმავე მოვლენად განიხილავდა), ხოლო ლიბერალიზმი, თანამედროვე პოსტმოდერნულ ეპოქაში ინდივიდებისა და მისი უფლებების დაცვით არის დაკავებული.
დღეს პოსტმოდერნულ ეპოქაში, ინდივიუდალიზმმა უკიდურეს ფორმას მიაღწია, ხდება ინდივიდების გათავაისუფლება ყველანაირი კოლექტიური ფორმებიდან-იქნება ეს ერი თუ სხვა ნებისმიერი სახის კოლექტიური ერთობა. რაც შეეხება ა.შ.შ-ის პოლიტიკას, რომელიც წარმოადგენს გლობალიზაციის მთავარ მედროშეს, მის მიზანს წარმოადგენს ერთიანი კოსმოპოლიტური სოციალური მოდელის ფორმირება, ხოლო ამისთვის კი საჭიროა ტრადიციული, ეროვნულ პრინციპებზე დაფუძნებული სოციუალური სტრუქტურების დანაწევერება, ცალკეული ატომიზირებული ინდივიდუმებად (ადამიანებად). აღნიშნულის მიღწევა კი, მხოლოდ შესაძლებელია შეგნების ინდივიდუალიზაციით და მათი მოწყვეტით კოლექტიური ერთობებიდან, თანამედროვე პირობებში-ერისგან.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ამერიკელები მთელ მსოფლიოში ცდილობენ, ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგონ ისეთი თამაშის წესები, რომელიც ხელს შეუწყობს, ყველა საზოგადოებაში ინდივიდუალისტური შეგნების ამაღლებას ადამიანის ცნობიერებაში, რაც პირდაპირ პროპორციულად ნეგატიურად აისახება კოლექტიური ერთობაში- ერში ფორმირებულ იმ ტრადიციულ ღირებულებზე, რომელიც ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს ცალკეული ადამიანების ერად შეკავშირების საქმეში. მაგალითად, ადამიანში ინდივიუდუალისტური ცნობიერების ამაღლების განამიპორებებელ ფაქტორად, პირველ რიგში, შეიძლება მივიჩნიოთ, ისეთი ტრადიციული რელიგიების დისკრედიტაცია, რომლებსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი, ყოველი ადამიანთა გაერთიანებების ერად ჩამოყალიბების პროცესში. საქართველოს შემთხვევაში, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ მართმადიდებლობა. მართლმადიდებლური რელიგის დისკრედიტაციის კამპანია კი, ნათლად ჩანს საქართველოს მაგალითზე, რომელიც ხორციელდება ამერიკელების მიერ დაფინანსებული ლიბერალური აზროვნების მქონე ქართველი ვაი ინტელექტუალებისგან. მეორე შემთხვევაში კი ინდივიდუალიზაციის პროცესს უნდა დაუკავშიროთ, ისეთი ცხოვრების წესის დაკანონების ხელშეწყობა, როგორიც გახლავთ ერთსქესიანთა ქორწინება, კაცსა და ქალში სექსუალური ფუნქციების აღრევა და სქესის სრული ნიველირება. ეს უკანასკნელი პროცესიც, კარგად ჩანს საქართველოს მაგალითზე, რომელიც დააგვირგვინეს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით. აგრეთვე არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მომავალში ამერიკის მსგავსად, საქართველოშიც დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება, რაზეც მოწმობს თუნდაც შეერთბული შტატების სახელწმიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებაც: “ ერთი და იმავე სქესის წყვილებს ქორწინების უფლება სხვა ქვეყნებმაც უნდა მისცენ”. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დღევანდელ კოლონიურ მდგომარეობას, არამგონია ქართველი კანონმდებლები ამერიკის ნების წინააღმდეგ წავიდნენ და აღნიშნულ კანონს, მომავალში მხარი არ დაუჭირონ.
თუ მოხდა ისე, რომ ამერიკელების დაფინანსებით და წაქეზებით, საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება ქართულ ტრადიციული და ანტიინდივიუდალისტურ ღირებულებებზე შეტევა, ზემოთ განხილული ორი მოვლენის ქართულ საზოგადოებაში დანერგვის და მისი ნორმად მიღების გზით, რაც თავისთავად გამოიწვევს, ქართველი ერის უმთავრეს მაიდენტიფიცირებელ- მართლმადიდებლურ რელიგიურ ნიშანზე, დაფუძნებული ცხოვრების წესის სრულ დევალვაციას. აღნიშნული პროცესი, ავტომატურად გამოიწვევს ერთიანი ქართული ნაციის დაშლას, ადვილად მანიპულირებად ინდივიდუმებად, რაც აუცილებლად, ერის ისტორიულ-კულუტურული ერთობის ლიკვიდაციით დასრულდება.
მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, თუ მოხდება ამერიკული, პროტესტანტულ საწყისებზე დაფუძნებული ინდივიდუალისტური საზოგადოებრივი მოდელის დანერგვა საქართველოში ამერიკელთა წაქეზებით, ეს გამოიწვევს თუ არა, უკანასკნელის მხრიდან “ქართველობის წართმევას?”- აღნიშნულ კითხვაზე პასუხი, მკითხველისთვის მიმინდვია!
რაც შეეხება, საზოგადოების მათთვის მისაღებ სტანდარტულ მოდელზე გადაყვანის მეთოდიკა, ანგოსაქსების მიერ დამუშავებული და კარგად აპრობირებულია ჯერ კიდევ ბრიტანეთის იმპერიის არსებობის პერიოდიდან. ერთ საინტერესო მაგალითს მოვიყვან, ხოლო დასკვნები მკითხველმა თვითონ გამოიტანოს: 1823 წელს ბენგალიაში დაარსდა სახალხო განათლების კომიტეტი, ხოლო 1834 წელს აღნიშნული კომიტეტის პრეზიდენტი გახდა ბრიტანელი თომას ბაბინგტონ მაკოლეი, რომელმაც 1836 წელს დაწერა ნაშრომი “ ერთი წუთი განათლების შესახებ”, სადაც ჩამოაყალიბა ის უმთავრესი პოსტულატები, რაც განაპირობებდა ინდუსის გარდაქმნას ინგლისელად: “ აუცილებელია ჩამოვაყალიბოთ პიროვნებათა კლასი, რომლის წევრებიც სისხლით და ფერით ინდოელები იქნებიან, ხოლო გემოვნების, შეხედულების, მორალის და ინტელექტის მხრივ ინგლისელები”…
1932 წელს “ ერთი წუთი განათლების შესახებ” ნაშრომის დაწერიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ, ცნობილი ინდოელი პოლიტიკოსი, ბიპინ ჩანდრა პალი თავის მოგონებებში შემდეგს წერდა, იმავე საზოგადოების აღწერისა, რომლის გარდაქმნასაც აპირებდა ბაბინგტონ მაკოლეი: “ისინი თითქმის ისევე ცხოვრობენ, როგორც მათი მეგობარიო ინგლისელები და თითქმის იზიარებენ ამ უკანასკნელთა სოციალურ კონვევნციებს და ეთიკურ სტანდარტებს… ისინი გონებრივად და მანერებითაც ჭეშმარიტი ინგლისელები იყვნენ.”
ირაკლი უბილავა