პარტია „მოქალაქეების“ ლიდერია ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია საერთო პოზიციაზე შეჯერდა და მზად არიან მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის.
„ძალიან ცხარე დისკუსია გვქონდა. რამდენიმე საათი გრძელდებოდა ეს დისკუსია, განსხვავებული ხალხი ვართ და აზრთა სხვადასხვაობაა. საერთო პოზიცია შევაჯერეთ და მზად ვართ, მესამე რაუნდისთვისაც, ელჩებთან შეხვედრისთვისაც. ახლა ამ შეხვედრის შემდეგ იქნება კომუნიკაცია. განსხვავებული ხალხი ვართ და ბუნებრივია, რომ კამათი გვქონდა სხვადასხვა საკითხებზე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
წყარო: itv.ge